გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბალტიისპირელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

17-02-2023

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში  საქართველოს ბლოგერები და წამყვანი ჟურნალისტები ესტუმრნენ.   მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისი, თეთრა მღვიმე, წყალტუბო, ბაღდადი, საირმე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს.

 

პრესტურის მონაწილეები საქართველოს ბალნეოლოგიური, სამთო და საზღვაო კურორტების შესახებ სიუჟეტებს, ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ.  მედიის წარმომადგენლები ბალტიისპირელ მაყურებელს, მკითხველსა და ინტერნეტ მომხმარებელს საქართველოს კულტურასა და სამზარეულოს გააცნობენ. პრესტურის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს შესახებ ფილმის გადაღება, რომელიც YouTube-ით გავრცელდება.

 

პრესტურის მიზანია ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031