გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს შეხვდა

28-07-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძესა და კომისიის წევრ გიორგი მოსიძეს შეხვდა.


ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს გააცნო საპარლამენტო კომიტეტებში გამართულ შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებები და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები.


„ეს იყო საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში გამართული შემაჯამებელი შეხვედრა. ივლისის თვეში ჩვენ პარლამენტის თითქმის ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს შევხვდით და გავაცანით ჩვენი ხედვა. ჩემთვის სასიხარულოა, რომ შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ერთსულოვნება დავინახე.


დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობა დადებით შედეგს მოიტანს როგორც ქვეყნისათვის, ისე დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სახოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისმნიშვნელობის კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობას, რათა მეტი გაკეთდეს, როგორც დევნილი ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის.


შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.


შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისმ თავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930