გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 427,3 მილიონი ლარით გაიზარდა

28-07-2018

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 427.3 მლნ ლარით (1.9 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.3 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 23.3 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 286.9 მლნ ლარით (2.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 140.4 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.9 პროცენტით).


რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.7 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.4 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.1 პროცენტით მეტი).


2018 წლის ივნისის განმავლობაში 1.2 პროცენტით ანუ 144.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 12.5 მლრდ ლარი შეადგინა.


მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.32 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.21 პროცენტული პუნქტით).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930