გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: შეაჩერონ ევა კაილის წამება და არაადამიანური მოპყრობა, მისცენ საშუალება ზე-ცივილიზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში - მაგალითად საქართველოში

18-02-2023

რა ემოცია უნდა გეუფლებოდეს, როდესაც euronews.com-ის იმ ინფორმაციას გაეცნობი, რომ იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას, რომ მის პატიმარ თანათავმჯდომარეს, ევა კაილის, ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან - კამერაში ცივა, ქალს კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას... - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ეს ემოცია აუცილებლად მისაღები რეზოლუციის კონტურებს იძენს მასში, რომ შეაჩერონ ქალბატონის წამება და არაადამიანური მოპყრობა, მისცენ საშუალება ზე-ცივილიზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში - მაგალითად საქართველოში, მაგრამ თანამედროვე დასავლური "ცივილიზაციით" ტანჯული და ნაწამები ყველა თუ ჩვენთან გადმოვივყვანეთ, მათი "ფასეულობების" რეალურ ფასს ვინ და როგორ გაუგებს?


„რა ემოცია უნდა გეუფლებოდეს, როდესაც euronews.com-ის იმ ინფორმაციას გაეცნობი, რომ იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას, რომ მის პატიმარ თანათავმჯდომარეს, ევა კაილის, ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან - კამერაში ცივა, ქალს კი არ აძლევენ მეორე საბანს და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებას... ეს ემოცია რაღაც აუცილებლად მისაღები რეზოლუციის კონტურებს იძენს ჩემში, რომ შეაჩერონ ქალბატონის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომ მისცენ საშუალება ზე-ცივილეზებულ პირობებში მოიხადოს სასჯელი, რომელიმე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში - მაგალითად საქართველოში.


მაგრამ თანამედროვე დასავლური "ცივილიზაციით" ტანჯული და ნაწამები ყველა თუ ჩვენთან გადმოვივყვანეთ, მათი "ფასეულობების" რეალურ ფასს ვინ და როგორ გაუგებს? ამიტომ ჩემს წარმოსახვებში ვიფიქრე - ისე იყოს, როგორც არის, რა გაეწყობა და "ჩემი რეზოლუციის" ტექსტი მეხსიერებიდან წავშალე...“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031