გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს რიჩ ლესერს შეხვდა

18-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესსტრატეგიის საკონსულტაციო ფირმის, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს რიჩ ლესერს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი. ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, უკვე მეორე წელია ნარჩუნდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
 
პრემიერ-მინისტრმა ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.
 
ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი (BCG) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესსტრატეგიის საკონსულტაციო ფირმაა. ფირმის კლიენტების ძირითადი ნაწილი მსოფლიოს 500 უმსხვილეს კორპორაციას შორისაა.


კომპანიის ექსპერტიზის სფეროა ბრენდინგი, კორპორაციული განვითარება, გლობალიზაცია, ფასთა წარმოება, სტრატეგია და ტექნოლოგიები და კომუნიკაციები. BCG-ის 50-ზე მეტი ოფისი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 25, 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930