გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
DIB სკოლაში კიბერტერორიზმის შესახებ ლექცია ჩატარდა

19-02-2023

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კიბერტერორიზმის საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა. “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი მისალმა და კიბერტერორიზმის საკითხებზე ისაუბრა. ლექციას კიბერტერორიზმის მკვლევარი თათია მოსიძე გაუძღვა.
 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კიბერტერორიზმის, როგორც გლობალური საფრთხის აღქმის, განსაზღვრისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურებებსა და ტექნიკას. შეხვედრა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
  
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930