გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იანვარში ექსპორტის მოცულობა 38,5%-ით გაიზარდა

20-02-2023

მიმიდნარე წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 56.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 პროცენტით გაიზარდა და 258.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 86.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (76.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (28.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (27.5 მლნ. აშშ დოლარი).

 

2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 68.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 50.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 20.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.0 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930