20-02-2023
დოკუმენტს ხელი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კანცლერმა, კარლო კოპალიანმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სააგენტოში პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების მიღებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ პრაქტიკულ ცოდნაზე ისაუბრა, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიიღებენ.
„აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, დღეისათვის, ერთ-ერთი გამოწვევა ვეტერინარების ნაკლებობაა. აქტიურად მხარს დავუჭერთ და მოვამზადებთ ახალგაზრდებს. საველე გასვლები, პროფილაქტიკური აცრები, ნიშანდება, საკარანტინო კონტროლი პრაქტიკული სწავლების შემადგენელი ნაწილი იქნება", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
„მემორანდუმი კიდევ ერთი საშუალებაა, ჩვენმა სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასთან ერთად, აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც ნაყოფიერად გამოიყენონ", - აღნიშნა კარლო კოპალიანმა.
მემორანდუმით გათვალისწინებულია მხარეების მიერ სხვადასხვა აქტივობის ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება.
16-11-2024
16-11-2024