გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"ria.ru": გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა ისევ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩართული ვიხილოთ

8-01-2018

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რუსული ინტერნეტგამოცემა «РИА «Новости»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას, სადაც მსოფლიოს მასშტაბით 2018 წელს მოსალოდნელ პროცესებზეა საუბარი:

ახალი 2018 წელი, როგორც ჩანს, საერთაშორისო პოლიტიკაში ცვლილებებისა და იმედების წელი იქნება. სხვადასხვა ქვეყანაში ამისათვის სხვადასხვა მიზეზები არსებობს. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში მეთაურების არჩევნები ჩატარდება. არჩევნებია აშშ-იც - თუმცა იქ კონგრესს აირჩევენ, რომელზეც, როგორც ამბობენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბედი იქნება დამოკიდებული.

მომავალ წელს კუბას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, ეპოქალური მოვლენა ელოდება - „თავისუფლების კუნძულზე“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს კლანი, რომელიც ქვეყანას თითქმის 60 წლის განმავლობაში მართავდა: 1959 წლიდან კუბის ლიდერი იყო ფიდელ კასტრო, შემდეგ კი - მისი ძმა რაული (თანამდებობები: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი). ჰოდა, 2018 წელს რაულიც გადადგომას აპირებს - ჯერ ერთი, რომ თვითონ მიიღო კანონი ორზე მეტი ვადით სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დაკავების აკრძალვის თაობაზე და მეორე - მოწყინდა კაცს ხელისუფლებაში ყოფნა, თანაც უკვე 86 წლისაა.

დამდეგ 2018 წელს პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ფინეთში: როგორც ამბობენ, „ათასი ტბის ქვეყანაში“ ყველაფერი უმტკივნეულოდა და სიურპრიზების გარეშე ჩაივლის - არჩევნებში დღევანდელი პრეზიდენტი საული ნიინისტე გაიმარჯვებს. ქვეყნის მეთაური უნდა აირჩიონ აგრეთვე ევროკავშირის კიდევ სახელმწიფოში - უნგრეთში. ექსპერტების შეფასებით, დღევანდელ მმართველი პარტიას - „ფიდესს“ გამარჯვების დიდ შანსი აქვს და თუ ასე მოხდება, მისი ლიდერი ვიქტორ ორბანი (პრემიერ-მინისტრი) შეიძლება პარლამენტის სპიკერი გახდეს.

2018 წელს პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს საქართველოში. როგორც ჩანს, ეს არჩევნები, პირდაპირი ხმის მიცემით, ბოლო იქნება: ამა წლის ოქტომბერში პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომლის მიხედვით, 2024 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტს მოსახლეობა კი არა, საარჩევნო კოლეგიის 300 დანიშნული წევრი აირჩევს. ის, თუ ვინ იქნებიან ოფიციალურად პრეზიდენტობის კანდიდატები, ჯერ-ჯერობით არავინ იცის.

აღნიშნული თანამდებობისთვის ბრძოლაზე სურვილი უკვე გამოთქვა პარლამენტის ექს- სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ. არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930