გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც მსოფლიოს კეთილდღეობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ

20-02-2023

წლე­ბის წინ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კოსს, ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე პირს, ღიად ესა­უბ­რა თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ და იმა­ზე, რომ ლგბტქ+ თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ამ სა­კი­თხის მი­მართ, ლგბტქ+ თე­მის დის­კრი­მი­ნა­ცია კვლავ დიდ პრობ­ლე­მად რჩე­ბა, თუმ­ცა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ბევ­რგან პროგ­რე­სუ­ლად შე­იც­ვა­ლა და ლგბტქ+ ადა­მი­ა­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მარ­თვა­ში გა­ი­ზარ­და.


არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ახლა ახერ­ხე­ბენ დეკ­ლა­რი­რე­ბას თა­ვი­ან­თი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სას და ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კა­ვე­ბას. ისი­ნი სულ უფრო მეტ როლს თა­მა­შო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს კე­თილ­დღე­ო­ბის შექ­მნა­ში.

"მე გეი ვარ და ეს კარ­გია“ - ეს ბერ­ლი­ნის ყო­ფი­ლი მე­რის, ღიად ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის, კლა­უს ვოვ­რა­ი­თის სი­ტყვე­ბია, რა­მაც თა­ვის დრო­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნა.


დღეს უფრო მეტი პო­ლი­ტი­კო­სი, არ­ჩე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რია ისე­თი, რომ­ლე­ბიც ღიად სა­უბ­რო­ბენ თა­ვი­ან­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ:

  • იენს შპა­ნი - გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი

იენს შპა­ნი გერ­მა­ნი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. მან კი­დევ უფრო დიდ პო­პუ­ლა­რო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის კრი­ზი­სის გა­დაჭ­რა­ში სა­კუ­თა­რი რო­ლით მი­აღ­წია. შპა­ნი 2017 წელს ჟურ­ნა­ლისტ და­ნი­ელ ფუნ­კე­ზე და­ქორ­წინ­და.

 

  • გრანტ რო­ბერტსო­ნი - ახა­ლი ზე­ლან­დი­­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ქვეყ­ნის ვიცე-პრე­მი­­რი 2020-2023 წლებ­ში

რო­დე­საც ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ე­რის პოს­ტი ჯა­სინ­და არ­დერნ­მა ჩა­ი­ბა­რა, ვიცე-პრე­მი­ე­რად მან გრანტ რო­ბერტსო­ნი და­ნიშ­ნა. ჯა­სინ­დას მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ყვე­ლა­ზე ინ­კლუ­ზი­უ­რად და მრა­ვალ­ფე­როვ­ნად მი­იჩ­ნე­ო­და. გრანტ რო­ბერტსო­ნი არის ღიად გეი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გარ­და ვიცე-პრე­მი­ე­რი­სა, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელ­საც იკავ­დებ­და და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა იყო.

 

  • ხა­ვი­ერ ბე­ტე­ლი - ლუქ­სემ­ბურ­გის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი

2018 წელს ლუქ­სემ­ბურ­გის დიდი სა­ჰერ­ცო­გოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ღიად გეი პრე­მი­ე­რი. ბე­ტე­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია არ­ქი­ტექ­ტორ გო­ტიე დეს­ტე­ნა­ზე. წყვილ­მა 2015 წელს იქორ­წი­ნა, სწო­რედ ამ წელს გახ­და ლუქ­სემ­ბურ­გში გეი ქორ­წი­ნე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი.

 

  • ნედ პრა­­სი - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რი

ნედ პრა­ი­სი არის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი, ღიად გეი სპი­კე­რი. CIA-სა და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში კა­რი­ე­რის შემ­დეგ, პრა­ი­სი ახლა მსოფ­ლი­ოს აგე­ბი­ნებს ამე­რი­კის ხმას. მან თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ "ვა­შინგტონ პოს­ტში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ღიად და­წე­რა და 2011 წელს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი კი მას დამ­ცი­ნა­ვი ტო­ნით მი­მარ­თავ­და. ოფი­ცერ­მა ჰკი­თხა, გეი ხომ არ იყო.

"ეს იყო კი­თხვა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­მის­ვეს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩემი პა­სუ­ხი იყო ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ცალ­სა­ხა: "არა.“

მო­ვა­ტყუე პო­ლი­ცი­ე­ლი და ვუ­თხა­რი, - "არა, მე არ ვარ გეი.“ მან მი­თხრა, რომ თავი ამე­რი­დე­ბი­ნა პარკთან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სვე­ლი წერ­ტი­ლით სარ­გებ­ლო­ბის­გან და გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა, მე დამ­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი“, - იხ­სე­ნებს აშშ-ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რი. ამის შემ­დეგ პრა­ის­მა ოფი­ცერს სი­მარ­თლე უთხრა და მი­უ­თი­თა, რომ შე­კი­თხვე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი იყო შე­უ­სა­ბა­მო და ღრმად მტკივ­ნე­უ­ლი.

"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­მარ­თლის თქმა“, - წერ­და პრა­ი­სი.

 

  • ანა ბრნა­ბი­ჩი - სერ­ბე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი

ბრნა­ბი­ჩი ღიად ლეს­ბო­სე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, 2017 წელს ანა ბელგრად­ში გა­მარ­თულ პრა­იდს და­ეს­წრო, რი­თაც გახ­და ბალ­კა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რი, რო­მელ­მაც ეს გა­ა­კე­თა. 2019 წელს მის­მა პარტნი­ორ­მა ვაჟი გა­ა­ჩი­ნა.

 

  • კა­რინ ჟან-პი­­რი - თეთ­რი სახ­ლის პრესმდივ­ნის მთა­ვა­რი მო­ად­გი­ლე

ის არის პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი ღიად გეი ქალი და ის­ტო­რი­ა­ში მხო­ლოდ მე­ო­რე შავ­კა­ნი­ა­ნი ქალი, რო­მელ­მაც თეთრ სახ­ლში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

"მე ვარ შავ­კა­ნი­ა­ნი, გეი, ემიგ­რან­ტი ქალი - სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ვარ პირ­ვე­ლი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ეს არ მოხ­დე­ბო­და, ჩე­მამ­დე ბა­რი­ე­რე­ბის დამ­რღვე­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ“, - თქვა მან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის 2020 წელს, ბა­ი­დე­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს და­ი­ნიშ­ნა შტა­ბის უფ­რო­სად.

 

  • ამირ ოჰა­ნა - ის­რა­­ლის ქნე­სე­თის წევ­რი 2015 წლი­დან

რო­დე­საც ის ქნე­სე­თის წევ­რი გახ­და, უკვე იყო ღიად გეი და პარტნი­ორ­თან ერ­თად ზრდი­და სუ­რო­გა­ცი­ის შე­დე­გად გა­ჩე­ნილ ბავ­შვს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მას ხელს არ უშ­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის ლო­ბი­რე­ბა­ში.

 

  • კლა­უს ვოვ­რა­­თი - ბერ­ლი­ნის მერი 2001-2014 წლებ­ში

ვოვ­რა­ით­მა მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბის­თა­ნა­ვე გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ეთ­ქვა. "მე გეი ვარ და ეს კარ­გია“, - მისი ცნო­ბი­ლი ფრა­ზაა და გერ­მა­ნი­ა­ში მას შემ­დეგ პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი გახ­და. 2003 წლი­დან ჰყავს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი. ის ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­რია. 13-წლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბერ­ლი­ნი აქ­ცია მსოფ­ლი­ო­ში ტუ­რის­ტე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ველ მე­სა­მე ქა­ლა­ქად, პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის შემ­დეგ.

 

  • ლეო ვა­რად­კა­რი - ირ­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი

ინ­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კო­სი ირ­ლან­დი­ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ე­რია. მან თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის დროს.

 

  • იო­ჰა­ნა სი­გურ­დარ­დო­ტი­რი - ის­ლან­დი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი

იო­ჰა­ნა ის­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2009 – 2013 წლებ­ში მუ­შა­ობ­და. ის არის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც ღიად შე­ვი­და ქორ­წი­ნე­ბა­ში. ამ­ჟა­მინ­დელ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ­დე იო­ჰა­ნა იყო ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში და ორი ვაჟი ჰყავს. 2002 წელს მან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო მწე­რალ და ჟურ­ნა­ლისტ ჯო­ნი­ნა ლე­ოს­დო­ტირ­თან. 2010 წელს ერ­თნა­ირ­სექ­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა ის­ლან­დი­ა­ში კა­ნო­ნი­ე­რი გახ­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­შინ­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­და.

ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930