გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: მიმდინარე წელს, 16 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის

20-02-2023

დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.


„მიმდინარე წელს, 16 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები ათეულობით გამოფენაზე როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.


ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბაზრების დივერსიფიცირებას. სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესს, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გვაქვს კონკრეტული შედეგები.


მაგალითად, შარშან, დაახლოებით, 28%-ით, 23 მლნ ლიტრით მეტი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. წელს გავაუმჯობესებთ ამ შედეგს. ზრდის მაჩვენებელი  მაღალია აშშ-შიც და 28%-ზე მეტს შეადგენს.


ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გვაქვს: პოლონეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში; ყველა იმ ბაზარზე, სადაც მნიშვნელოვან მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ყველაფერი არის იმ ღონისძიებების შედეგები, რომელსაც ბიზნესთან ერთად ვახორციელებთ და ვეხმარებით მათ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე იყვნენ წარმოდგენილები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930