გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა პრემიერმა - ბიძინა ივანიშვილმა მიიღო

28-07-2018


C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ პრემიერ მინისტრმა - ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწყებულ ახალ კამპანია „STOP C“ -ს გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა.


როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო ამ სფეროში დღეს გლობალური ლიდერია.


„პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუბრუნა, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში.

C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყებად ჩვენი არგუმენტები იყო უბრალო - თუ სახელმწიფო აფინანსებს გზებს, შეიარაღებას და ახალ შენობებს, რატომ არ შეუძლია მოიძიოს მან ფული ადამიანების მკურნალობისთვის. მაშინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ფული, მაგრამ გვქონდა რწმენა, რომ ამ პროგრამის დაწყებას შევძლებდით.

2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31