გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა

28-07-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხუთ პირს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით შეძენა შენახვისა და გასაღების მცდელობისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელის, „VIPOLE“-ს მეშვეობით დაეკონტაქტნენ ერთ-ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც თითოეულ მათგანს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ქ.თბილისში, მის მიერ მითითებული სამალავი ადგილებიდან აეღოთ ნარკოტიკული საშუალებები, დაეფასოებინათ და მოეთავსებინათ სხვადასხვა ადგილებზე განთავსებულ სამალავებში. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებს უნდა გადაეღოთ ფოტო მათ მიერ მოწყობილი სამალავებისთვის და ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით, ეს ფოტოები სოციალური ქსელის „ VIPOLE “–ს მეშვეობით უკან გადაეგზავნათ ზემოაღნიშნული მომხმარებელისთვის, რომელიც თავის მხრივ ამ ფოტოებს გადაუგზავნიდა ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებს.


აღნიშნული დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად ბრალდებულმა რ.ე.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავში განათავსა 2 ცალად დაფასოებული 1.0277 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.


ბრალდებულმა ზ.ლ.-მ სხვადასხვა დროს, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამჯერ უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 3.21 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.


ბრალდებულმა ა.ლ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.6922 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.


ბრალდებულმა ქ.შ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.74 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.


ბრალდებულმა ა.გ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და შემდგომი გასაღებისათვის, ქ.თბილისში მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავებში განთავსების მიზნით უკანონოდ შეინახა 90 ცალ პაკეტში მოთავსებული 0.498715 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.


ბრალდებულებმა, მათ მიერ მოწყობილ სპეციალურ სამალავებს, სადაც გასაღების მიზნით განათავსეს ნარკოტიკული საშუალებები, გადაუღეს ფოტოები და გადაუგზავნეს სოციალურ ქსელის „VIPOLE“-ს ზემოთხსენებულ მომხმარებელს.


გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ასევე დაკავებულია ყველა ბრალდებული პირი.


დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა), ხოლო ერთ პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს შს სამინისტრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930