გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ბერძენიშვილი: თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს

22-02-2023

თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს, დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილი „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს.

 

„თავიდანვე, როგორც კი ითქვა, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ღირებულება, თავისთავად, ვინ შეიძლება შეეკამათოს, ამაშია მთელი მუღამი ამისი, ისეთ რამეს ამბობენ - აბა ომი გინდათ? უნდა გითხრათ, რომ თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს და დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი.

 

თუ ვინმეს ამაში რამე ეჭვი ეპარება, უბრალოდ ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს, მაგრამ მშვიდობას თუ გამოაცხადებ და უსაფრთხოებას მთავარ ღირებულებად, მაშინ დათმეთო ბატონო თავისუფლება, ესაა სულ მათი ფილოსოფია“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031