გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს

23-02-2023

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს, - ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა.


„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა, იუნკერთა ნათელ ხსოვნას.


მათ ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და უკვდავი მაგალითი დაუტოვეს ყველა მომავალ თაობას.


საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. ყველა ჩვენგანის მთავარ საზრუნავად და ამოცანად რჩება ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, საქართველოს დაბრუნება საერთო ევროპულ ოჯახში.


მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს", - აღნიშნავს პრემიერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728