გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: "ნარატივი", რომ კანადაში, ავსტრალიაში, ახალ-ზელანდიაში, ამერიკასა და უამრავ სახელმწიფოში, ეს კანონი დემოკრატიულ საზოგადოებას იცავს პოტენციური საფრთხეებისაგან, ხოლო ჩვენთან ხელს შეუშლის დემოკრატიას, მიზანმიმართული სპეკულაციაა

23-02-2023

ყველა სუვერენული სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, ასევე საზოგადოება დაიცვას არაკეთილსინდისიერი გავლენებისგან. გეოპოლიტიკური გამოწვევები, რეგიონული კატასტროფა ომის ფონზე და საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის გზაჯვარედინის, კავკასიის უსაფრთხოების გარანტი ქვეყნის წინაშე დგას საფრთხე, როგორც ღია ინტერვენციის თვალსაზრისით, ასევე ჰიბრიდული, სუვერენიტეტის წინააღმდეგ წარმოებული, ჩრდილოვანი ომის მხრივ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ერთი მხრივ სახელმწიფოს ვალდებულებაა, კანონით უზრუნველყოს საფრთხეების პრევენცია და მეორე, საზოგადოება შეიარაღებული იყოს უტყუარი ინფორმაციით, რათა ჭეშმარიტი წარმოდგენა ჰქონდეს მიმდინარე პროცესებზე.

 

„ყველა სუვერენული სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, ასევე საზოგადოება დაიცვას არაკეთილსინდისიერი გავლენებისგან. გეოპოლიტიკური გამოწვევები, რეგიონული კატასტროფა ომის ფონზე და საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის გზაჯვარედინის, კავკასიის უსაფრთხოების გარანტი ქვეყნის წინაშე დგას საფრთხე, როგორც ღია ინტერვენციის თვალსაზრისით, ასევე ჰიბრიდული, სუვერენიტეტის წინააღმდეგ წარმოებული, ჩრდილოვანი ომის მხრივ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ახალი მსოფლიოს ფორმირების პროცესში, საქართველოს გაზრდილ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, ავტომატურად იზრდება ჩვენი საზოგადოების მოწყვლადობა, არაკეთილსინდისიერი უცხო ძალების მხრიდან, იმისათვის, რომ არსებული პრობლემა განეიტრალებულ იქნას.

 

ერთი მხრივ სახელმწიფოს ვალდებულებაა, კანონით უზრუნველყოს საფრთხეების პრევენცია და მეორე, საზოგადოება შეიარაღებული იყოს უტყუარი ინფორმაციით, რათა ჭეშმარიტი წარმოდგენა ჰქონდეს მიმდინარე პროცესებზე. მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ემსახურება, როგორც პროცესების გამჭირვალობას, ასევე საერთაშორისო აქტორებისაგან წამოსული არაკეთილსინდისიერი მიზნების პრევენციას. და ბოლოს, ის ახალი "ნარატივი", რომ კანადაში, ავსტრალიაში, ახალ-ზელანდიაში, ამერიკასა და სხვა უამრავ სახელმწიფოში, ეს კანონი დემოკრატიულ საზოგადოებას იცავს პოტენციური საფრთხეებისაგან, ხოლო საქართველოში ხელს შეუშლის დემოკრატიულ პროცესებს არის, მიზანმიმართული სპეკულაცია, ინსინუაციური კამპანია ბოროტი განზრახვით, რომელსაც ის პერსონები და ორგანიზაციები აჟღერებენ, რომელთაც პრობლემა აქვთ გამჭირვალობასათან, ან გააზრებულად, მიზანმიმართულად ემსახურებიან ქართული საზოგადოების წინაადეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930