გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიტერატურული სალონური საღამო "რანდე-ვუ წიგნების მაღაზიაში"

23-02-2023

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, მემედ აბაშიძის ქუჩა N25 მდებარე ძეგლში ლიტერატურული სალონური საღამო ,,რანდე-ვუ წიგნების მაღაზიაში“ გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაცოცხლდა ის ატმოსფერო, რომელიც წლების განმავლობაში აღნიშნულ შენობაში არსებობდა. გაიმართა სალონური საუბრები, წიგნის პრეზენტაცია. მოეწყო პოეზიის თეატრალური კომპოზიცია. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ქართული ხმების სოლისტი თემურ ჭკუასელი.

 

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ღონისძიება ურბანული ძეგლის პოპულარიზაციას ემსახურება!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031