23-02-2023
როგორც შეიძლება დემოკრატიაზე, გამჭვირვალობაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე არ ვსაუბრობდეთ და პარლამენტის წევრს კანონის ინიციირების უფლებას არ გაძლევდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ნაწილის მხრიდან „ხალხის ძალის“ სტიგმატიზაცია მიმდინარეობს. „სტიგმატიზაცია არის ის, რაც „ხალხის ძალის“ მიმართ ხორციელდება - სააკაშვილის ხალხი რომ ხელისუფლებაში იყოს, როგორც იუნკრებს, ისე დაგვხვრეტდნენ.
პირდაპირ ჩანს ეს - შეხედეთ სოციალურ ქსელებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს, დააკვირდით ოპოზიციის წევრებს, როგორი ერთნაირი „მესიჯბოქსი“ აქვთ - ჩვენს კანონს ყველა პირდაპირ რუსულს არქმევს. ვინმემ რამე დაუშალა მათ? მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა, რომ იცოდეს ესა თუ ის ორგანიზაცია რას საქმიანობს. რა ამბავია ამაზე ატეხილი?“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მოძრაობა საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება და ყველა იმ კითხვას სვამს, რაც საზოგადოებას აწუხებს. „იმ ევროკავშირზე უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული, რომელსაც კუბილიუსი გვთავაზობს თავის გაურკვეველი წესების თამაშით და მოწოდებით, რომ კრიმინალზე თვალი დავხუჭოთ? ეს ისეთი თემებია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა მივაწოდოთ,"- განაცხადა ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024