გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცაკია“ 24 თებერვლის აქციაზე ამყარებს იმედს და უკრაინის მხარდაჭერის ეგიდით, სინამდვილეში კი არეულობის მოსაწყობად, ქვეყნის მტრებსა და ბრიყვებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს - მაია ელოშვილი აკია ბარბაქაძეზე

23-02-2023

ფეისბუკმომხმარებელი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში გენერალ გუჯარ ყურაშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის იხსენებს, თუ როგორ დატოვეს აკია ბარბაქაძემ და ზაურ უჩაძემ თავიანთ მებრძოლებთან ერთად ოჩამჩირე აფხაზეთის ომის დროს. 


„აკია ბარბაქაძის მოჭარბებული „პატრიოტიზმის“ და სატელევიზიო ბაქი-ბუქის საპასუხოდ, გენერალ გუჯარ ყურაშვილს მოუსმინეთ, როგორ გაიპარნენ ბარბაქაძე და უჩაძე თავიანთი დანაყოფებით ოჩამჩირიდან და აფხაზებს გზა გაუხსნეს“, - წერს მაია ელოშვილი.


მისივე განცხადებით, აკია ბარბაქაძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ოჩამჩირის დაკარგვაში, 24 თებერვლის აქციაზე ამყარებს იმედებს და უკრაინის მხარდაჭერის საბაბით, ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობს.


„აკია ბარბაქაძის მოჭარბებული „პატრიოტიზმის“ და სატელევიზიო ბაქი-ბუქის საპასუხოდ, გენერალ გუჯარ ყურაშვილს მოუსმინეთ, როგორ გაიპარნენ ბარბაქაძე და უჩაძე თავიანთი დანაყოფებით ოჩამჩირიდან და აფხაზებს გზა გაუხსნეს. დღეს, „ნაცაკია“ 24 თებერვლის აქციაზე ამყარებს იმედს და უკრაინის მხარდაჭერის ეგიდით, სინამდვილეში კი, ძალადობისა და არეულობის მოსაწყობად, ქვეყნის მტრებსა და ბრიყვებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ვინც საქართველოს უახლესი ისტორია არ იცის, მოასმენინეთ გენერლის ნაამბობი, რომელიც აფხაზეთში რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა. ნაცკრიმინალებო, #არაგარევინებთ,“ - წერს მაია ელოშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930