გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილის მარიონეტები აგრძელებენ ქართველი მეფეების შეურაცხყოფას და ვერ ხვდებიან, რომ ამით მხოლოდ გააორმაგებენ ზიზღის იმ კოეფიციენტს, რომელსაც ხალხი მათ მიმართ გრძნობს

23-02-2023

“0% - იან ფორმულაზე, ცნობილი ბოღმანაკაცარის, ვახო სანაიას ხელმძღვანელობით იერიში ერეკლე მეფეზე და ახალ ფილმზე მიიტანეს, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ გადაიღო”- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


ქადაგიძის თქმით, პირდაპირი დავალება აქვთ, რომ აუცილებლად ლაფი შეასხან ყველაფერ ქართულს და ღირებულს.


“კეზერაშვილის მარიონეტები აგრძელებენ ანტიქართულ პროპაგანდას და ქართველი მეფეების შეურაცხყოფას. ამჯერად 0% - იან ფორმულაზე, ცნობილი ბოღმანაკაცარის, ვახო სანაიას ხელმძღვანელობით იერიში ერეკლე მეფეზე და ახალ ფილმზე მიიტანეს, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ გადაიღო და რომელშიც იდეალურად არის აღწერილი ქართველი გმირი მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა.


ნუთუ არ შეუძლიათ, რომ ხელი არ ახლონ ისეთ თემებს, სადაც ზუსტად იციან, რომ ხალხის რისხვას მიიღებენ? ნუთუ არ შეუძლიათ, რომ არ აგინონ ქართველ მეფეებეს და ყველაფერ ქართულს? რა თქმა უნდა, შეუძლიათ, მაგრამ პირდაპირი დავალება აქვთ, რომ აუცილებლად ლაფი შეასხან ყველაფერ ქართულს და ღირებულს. უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ამით ვერც მეფეს, ვერც ფილმს და მის ავტორს ვერაფერს დააკლებენ, მხოლოდ გააორმაგებენ ზიზღის იმ კოეფიციენტს, რომელსაც ხალხი მათ მიმართ გრძნობს...”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930