გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
მაქსიმ შევჩენკო: საქართველო დღეს ახალი გადატრიალების წინაშე დაუცველია

29-07-2018

რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში გადაცემის წამყვანმა მაიკლ ნაკმა და ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ საქართველოს შესახებ ისაუბრეს.


შევჩენკოს განცხადებით, დღეს საქართველო, ახალი გადატრიალების წინაშე დაუცველია, რომელსაც ამერიკელები განახორციელებენ, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაბრუნების წინ.


"და რაც ყველაზე ცუდია, მათ ვიღაცეები მოსკოვიდანაც მხარს უჭერენ. მე გავიხსენე იგორ ივანოვი, რომელმაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ლეგალიზება მოახდინა. მიხეილ სააკაშვილმაც მას მხარი დაუჭირა... ჰოდა, რა უნდა დააბრალო ამერიკელებს, როცა აგერ მოსკოვში, რუსეთის ხელისუფლებაში ამერიკული „მეხუთე კოლონა“ ზის, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ...


დიახაც, ამ ყველაფრის უკან მათი აგენტურა დგას, რომელიც რუსეთს და საქართველოს საბითუმოდ და საცალოდ ჰყიდიან. ამით ისინი ანადგურებენ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ნამდვილ ხასიათს, მათ ბუნებას.


რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობაში კი ეკლესია დღეს მთავარ როლს ასრულებს. ეკლესია ერთადერთი ტოტია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რომელიც ჯერ ვერავინ გადაჭრა"-აცხადებს შევჩენკო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031