25-02-2023
„ხალხის ძალის“ წევრი ოთარ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ:
„არესტოვიჩის ეს განცხადება ორ რამეზე მიგვანიშნებს:
მით უმეტეს, რომ აშკარაა, აშშ-ში იკლებს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მომხრეთა რაოდენობა, - აგერ, ექს-პრეზიდენტი ტრამპი მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე საუბრობს კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში“, - წერს ოთარ ჭულუხაძე.
ცნობისთვის, ალექსეი არესტოვიჩმა რუს ბლოგერთან, მარკ ფეიგინთან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია.
„უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია. ნატოს გაწვრთნილი ჯარი და მათი შეიარაღებაც რომ ჰქონდეს, რომელიც არ გვაქვს და უახლოეს მომავალში ვერც გვექნება. სამწუხაროდ, ომიდან გამოსავალი შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორსაც უკრაინელები ელიან. ნახევარი წლის წინ კი სხვანაირად გვეგონა. იქნება თუ არა შემდეგი წელი? რა თქმა უნდა, არ იქნება. დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი, მაგრამ მე უფრო მეტის იმედი მაქვს - ჩვენ დავკარგავთ ლუგანსკს და დონეცკს, მაგრამ ამერიკელების გათვლა ისაა, რომ ჩვენი წილი უფრო მეტი იქნება, ვიდრე რუსეთის.“- განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.
16-11-2024
16-11-2024