გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ყველამ რომ აპატიოს, მე არასდროს ვაპატიებ... ყველა ქვეყანა მისი სამშობლოა საქართველოს გარდა - გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე

26-02-2023

თითქმის ყველა სახელმწიფოს ჩვენთან ტერიტორიული პრობლემები აქვს. აგვისტოს ომის შემდეგ ამ ბიჭმა - მიშიკომ ეს გააკეთა და ამისთვისაა დასასჯელი და ამას არ ვაპატიებ მე, ყველამ რომ აპატიოს - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" მაშინდელმა ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ გადაცემაში "საკანი #5" განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ომის შემდეგ ყველა მეზობელს, კარგსაც და ცუდსაც გაუჩნდა სურვილი, რომ - საქართველო იშლება და "მიდით ბიჭებო, ჩამოაჭერით რა"...

 

"მეზობელი ქვეყნები ვერც იოცნებებდნენ ისეთ რაღაცებზე "ჩალიჩობენ" უკვე... თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ბათუმი თუ დაიბომბება, მე ბათუმს უნდა მივხედოო...


და კიდევ, ნახეთ ამ კაცმა (მიხეილ სააკაშვილი რედ.) რა გააკეთა აფხაზებთან და ოსებთან... ორი გამოსავალია ხომ, ან ომი, ან მშვიდობა. ამან ის გააკეთა, რომ "იმგენთან" არც მშვიდობა გამოდის და არც ომი... ჩაჯდება თვითმფრინავში, დაგვეჭყანება იქიდან და გაფრინდება... ყველა ქვეყანა მისი სამშობლოა საქართველოს გარდა. რატომ დაიბადა მაგ კაცი ამ ქვეყანაში, არანაირი ლოგიკა არ არსებობს. თუ ჭკუას ვისწავლით, ის გადასარევი ჭკუის მასწავლებელია..." - აცხადებდა სანიკიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930