გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები?" - მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა

27-02-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის თეატრმცოდნე და ჟურნალისტ ნიკოლოზ წულუკიძის სემინარი „როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები" ჩატარდა.


სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ კულტურის სფეროს გაშუქების თავისებურებებზე და იმ უნარებზე, რომელიც ამ დარგში მომუშავე ჟურნალისტებს მაღალი კონკურენციის პირობებში სჭირდებათ.


ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში, ტელეწამყვანმა ჟურნალისტებს 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილა. შეხვედრის დასასრულს, ყველა მონაწილეს მედიააკადემიისგან სერტიფიკატი გადაეცა.


მედიააკადემია ჟურნალისტებს უკვე მეოთხე წელია, სრულიად უფასოდ, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სთავაზობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031