გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილი USAID-ის ხელმძღვანელს ჯონ პანელს და ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს საქართველოში მარიკა ოლსონს შეხვდა

27-02-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ხელმძღვანელს ჯონ პანელს და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს საქართველოში მარიკა ოლსონს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს გაძლიერების მიზნით შემუშავებული პროგრამის „მცენარეთა უსაფრთხოების სისტემის ინიციატივა“ გაგრძელების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და ყურადღება სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირის დირექტივების შესრულებისკენ. პროექტი, რომელიც მცენარეთა დაცვას უზრუნველყოფს, მალე სრულდება. მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული პროექტის დამსახურებით, ჩვენ შევძელით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, თუმცა გამოწვევები კვლავ არსებობს. ევროკავშირის შეფასების დოკუმენტში გვაქვს მითითებები შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით.


პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ გექნება შესაძლებლობა, მცენარეთა დაცვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა შევიმუშაოთ, რომელიც სრულ მიკვლევადობას უზრუნველყოფს. შედეგად, შევძლებთ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირის ბაზრებზე  ექსპორტს. ამ მიზნების მისაღწევად, თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


„ნებისმიერი სხვა მიმართულებით გაწეული დახმარება დაკარგავს ეფექტს, თუ ქვეყანა ვერ მოახერხებსფიტოსანიტარიული რისკების გათვლას, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელებას,  ასევე, რისკების მართვის ღონისძიებების განსაზღვრას. სწორედ ამ მიზნების მიღწევა გვსურს პროგრამის „მცენარეთა უსაფრთხოების სისტემის ინიციატივა“ გაგრძელების ფარგლებში, თუ თქვენი მხარდაჭერა გვექნება“,- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურა ჩეკურაშვილმა.


ჯონ პანელმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება თანამშრომლობის გაგრძელებაზე გაამახვილა.


მარიკა ოლსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიზანია, საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ მაქსიმალური კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილ პროდუქტს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930