გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ რაჭველი: უმდიდრესი კულტურის, ისტორიის და აწმყოს მქონე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ITB Berlin-ის გამოფენის მასპინძელი

28-02-2023

გერმანიაში ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენა ქართული გრანდიოზული გალა კონცერტით გაიხსნება, სადაც ცნობილი ქართველი ხელოვანები მონაწილეობენ.


ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, გამოფენის 3 000-მდე სტუმარი, ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ შოუს იხილავს.

გამოფენის მნიშვნელობაზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საუბრობს.


„საქართველოსთვის როგორც უმდიდრესი კულტურის, ისტორიისა და აწმყოს მქონე ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიაში მასშტაბური ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა ვიყოთ. ბერლინში ჩვენს სანახაობას მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატები და საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები დაესწრებიან“, - აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.


ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თქმით, ბასა ფოცხიშვილის თაოსნობით მრავალფეროვანი შოუ მომზადდა, სადაც წარდგენილი იქნება ყველა შემოქმედებითი ელემენტი, რომელმაც საქართველოს მსოფლიოში სახელი გაუთქვა.


„იქ იქნება ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენთან ერთად სცენაზე მსოფლიო დონის ორი ვარსკვლავი გამოდის. ნინო მაჩაიძე საოპერო სამყაროში და საორკესტრო-სიმფონიურ სამყაროში ლიზა ბათიაშვილი, ასევე ბევრი ჩემი კოლეგა. იცეკვებენ „სუხიშვილები“. ვფიქრობ ეს ყველაზე კარგი საშუალებაა მოკლე დროში სრული სურათი შეიქმნას, თუ ვინ ვართ, რა გვქონდა და რა გვაქვს და რისი პოტენციალი აქვს საქართველოს“, - ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.


2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30