გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ პოსტს აქვეყნებს

28-02-2023

„თუ ოცნებობთ მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მონახულებაზე და წლევანდელი სამოგზაურო გეგმა ჯერ კიდევ არ შეგიდგენიათ, ჩვენ გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს: ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში? ეს არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, ჩანჩქერებით და მუზეუმებით, კარგი რესტორნებითა და რა თქმა უნდა, მზარდი ღამის კლუბებით. თბილისს გაცილებით ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოთ, ეს ქალაქი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მოგზაურობა დასამახსოვრებელი იქნება“,-წერს ITB Berlin.


6 მარტიდან საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე  მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.


ბერლინის ტურისტული გამოფენა Facebook მომხმარებელს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოფენაზე დასწრებას ურჩევს.

ITB 2023 ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930