მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებს მოუწოდებს, ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხარჯავს პრეზიდენტი ბიუჯეტის თანხებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხარჯავს პრეზიდენტი ბიუჯეტის თანხებს. ზოგიერთი 8-მილიონიანი დარღვევის საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმედ რომ მოიხსენიებს, დოკუმენტებით, რომელიც აღარ არის საიდუმლო, თუმცა გრიფის “საიდუმლო“ მოხსნა გვიან მოხდა, ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე ბრალი აქვს წარდგენილი. მნიშვნელოვანია, მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალმა პრეზიდენტმა ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.