გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: თუ ექიმების რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება

28-02-2023

იუსტიციის მინისტრმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.


„პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოს რადიკალურმა ოპოზიციამ ამ საკითხის პოლიტიზება. ამ საკითხს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ეს არის სასჯელის მოხდა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში, როგორიც დღეს არის საქართველო, და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ყველას მხრიდან – შეწყდეს საკითხის პოლიტიზება. მეორე – როდესაც ადამიანს სურს, რომ გამოჯანმრთელდეს, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს. ეს არის მეორე, მოდი, ასე ვთქვათ, კატეგორიული მოთხოვნა და ამ სიტუაციიდან გამოსავალი. თუ ის არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031