გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქარსელაძე: სიცრუეა, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად

30-07-2018


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით,  სიცრუეა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად, რაიმე თანხა დაიხარჯა.

ამ განცხადებით ქარსელაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სიუჟეტს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არ მიეცა საშუალება საკითხზე განმარტება თუნდაც სატელეფონო ჩართვით გაეკეთებინა.  

 

„ეს არის სიცრუე, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად და ამით თითქოს რაღაც შეღავათს ვუწევთ ბიძინა ივანიშვილს. ცალსახად ვაცხადებ ამას“- განაცხადა ქარსელაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31