გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე: ეს კანონი არის სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი წმინდად ამერიკული კანონი, შესაბამისად, ჩვენი კოლეგები თავს დაესხნენ ამერიკულ კანონს

2-03-2023

ეს კანონი, რომელიც გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინა, იყო წმინდად ამერიკული კანონი, სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი, შესაბამისად, ჩვენი კოლეგები თავს დაესხნენ ამერიკულ კანონს და თქვეს, რომ ამერიკული კანონით თურმე არ შეიძლება ნატო-ში შესვლა - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვაზე განაცხადა.


სამხარაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება კანონი პირველი მოსმენით, რაც ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ პრინციპის განხილვას. მისივე თქმით, პირველი მოსმენის დროს არ იხილება არც კანონის სახელწოდება, არც ტერმინები, არც მუხლები, არც ამოქმედების ვადები, არც ზღვრები, არც სფეროები და არ იხილება არც ერთი კონკრეტული თემატიკა, რომელიც ეხება კანონპროექტს.


„კანონი, რომელიც წარმოადგინა გურამ მაჭარაშვილმა, იყო სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი, შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მოგესმინათ, რას ლაპარაკობდა და ამ კანონს მაინც არ დასხმოდით თავს. გასაგებია, რომ მეორე კანონს უნდა დაესხათ თავს.


ამ კანონის პრინციპის განხილვა არის ახლა პირველი მოსმენით. კიდევ ერთხელ განვმარტავ იმ დეპუტატებისთვის,რომლებმაც არ იციან, რა არის პრინციპების დონეზე საკითხის განხილვა, მათ შორის ჩვენი არასამთავრობოებისთვის და სხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის. პირველი მოსმენის დროს არ იხილება არც კანონის სახელწოდება, არც ტერმინები, არც მუხლები, არც ამოქმედების ვადები, არც ზღვრები, არც სფეროები და არ იხილება არც ერთი კონკრეტული თემატიკა, რომელიც ეხება ამ კანონპროექტს. შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნება მეორე მოსმენის დროს.


ეს ყველაფერი განხილული იქნება მეორე მოსმენით მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნას“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ ამ პარლამენტში ორწლინახევრის თავზე არიან დეპუტატები, რომლებმაც არ იციან პარლამენტის რეგლამენტი. „გიხსნით ყველას, რას ვიხილავთ და რა არის პროცედურა, იმიტომ, რომ სამწუხაროდ ამ პარლამენტში ორწლინახევრის თავზე არიან დეპუტატები, რომლებმაც არ იციან პარლამენტის რეგლამენტი. ეს არის უმძიმესი ფაქტი, შესაბამისად, გურამ მაჭარაშვილმა რაც წარმოადგინა, ეს იყო ამერიკული კანონი პრინციპების დონეზე. დღეს ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას კანონის მხარდაჭერაზე, ან მიუღებლობაზე. ეს არ არის დღევანდელი სხდომის ამოცანა“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


აქვე მან აღნიშნა, რომ, იცავს პირველ რიგში პარლამენტის რეგლამენტს, რადგან კომიტეტის თავმჯდომარეა და ვალდებულია, პატივი სცეს კანონმდებლობას.


„შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველა თავმოყვარე დეპუტატს და ადამიანს, პატივი სცეთ საქართველოს კანონს და კანონმდებლობას. პატივი ეცით ფიცს, რომელიც დადეთ ქართველი ხალხის წინაშე - პარლამენტის წევრის ფიცს. ქართველი პარლამენტარის ფიცში არ შედის ასეთი მოქცევა.


არცერთი ქვეყნის პარლამენტში არ შეიძლება ასეთი მოქცევა იყოს მოსაწონი. ქალბატონმა თეონამ მომმართა კითხვით, რატომ ვიხილავთ, მიზანი რა არის. მე მოგახსენეთ, ამ სხდომის მიზანი რა არის. ეს სხდომა ჩატარდა იმისთვის, რომ ჩვენ პრინციპის დონეზე განგვეხილა კანონმდებლობა, შესაბამისად, არავის ამის ინტერესი არ გააჩნია, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ეს სხდომა გადააქციეთ უნიჭო სპექტაკლად და ცირკად, თქვენმა პარტიის ყოფილმა წევრმა დეპუტატებმა“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930