3-03-2023
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა, ეკატერინე იმედაძემ და ნათია კუკულაძემ, ასევე ComCom-ის წარმომადგენლებმა, გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) მიერ ორგანიზებული მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (MWC) ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სატელეკომუნიკაციო სექტორის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს. შეხვედრები მიზნად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული პროექტების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა.
ბარსელონაში ჩატარებულ ორმხრივ შეხვედრებზე განიხილებოდა კომუნიკაციების კომისიისა და GSMA ასოციაციის თანამშრომლობის მიმართულებები, კერძოდ: სექტორულ კვლევებში ჩართულობა, შესაძლებლობების განვითარება და საქართველოს მიერ მობილური კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში რეგიონალური ღონისძიების მასპინძლობის პოტენციალი. სამომავლო თანამშრომლობის გეგმა ასევე შედგა საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია Cullen International-თან.
შეგახსენებთ, რომ MWC ტელეკომუნიკაციების სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც წელს 88 000-ზე მეტი სტუმარი და მონაწილე ჰყავდა. 2023 წლის ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა მე-5 და და მე-6 თაობის მობილური ტექნოლოგიების (5G, 6G) განვითარება, ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიების როლი მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის.
16-11-2024
16-11-2024