თამარ ჩერგოლეიშვილი: ბოზ ოპოზიციას კეზერას სახით თავისი სუტენიორი ყავს
3-03-2023
ოპოზიციას გარდა იმისა, რომ ბოზები არიან, თავისი სუტენიორი ყავთ კეზერას სახით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
ჩერგოლეიშვილის აზრით, ფიზიკურად შეუძლებელია მათზე დაყრდნობა, თუ ხალხის მხარდაჭერით არ დაბალანსდა.
„ჩვენ გვჭირდება 5/7 პროცენტი მხარდაჭერა რომ ამ ბალაგანზე რამე გავლენა გვქონდეს. პოლიტიკოსებს ვერ დავეყრდნობით - ბოზები არიან. ოპოზიციას გარდა იმისა, რომ ბოზები არიან, თავისი სუტენიორი ყავთ კეზერას სახით და ფიზიკურად შეუძლებელია მათზე დაყრდნობა თუ ხალხის მხარდაჭერით არ ვაბალანსებთ და გვიჭირავს“ - წერს ჩერგოლეიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე „მეგობრებს და დაუძინებელ მეგობრებს“, რამდენიმე მოსაზრებას სთავაზობს.
„მეგობრებო და დაუძინებელო მეგობრებო, რამდენიმე მოსაზრებას შემოგთავაზებთ:
- რეჟიმი გვჯობნის იმით, რომ მისი გზავნილი არის ძალიან ცხადი და თანმიმდევრული, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს. „ბიძინას ყველა კრიტიკოსს ომი და თქვენი სისხლისღვრა უნდა, ბიძინამ თქვენთვის თავი გაწირა და სჯიან“ ეს არის ძალიან მარტივი კონსტრუქცია - 2011 წელს დაიწყო ამ კონსტრუქციით მუშაობა და 12 წლის თავზე მოხდა ისე, რომ მთელი დასავლეთი და ოპოზიცია გლობალური ომის პარტიაა და ქართველების სისხლი უნდა - ბიძინა თავაგნწირული გმირია და გვიცავს მსხვერპლის ფასად. (სააკაშვილის ნატურას რადგან კარგად იცნობდა - მოკავშირედ გამოიყენა, ბოლომდე დააგოიმა და ფაქტობრივად მას შეასრულებინა თავისი გეგმა გვარამიას დახმარებით - მიშას კრიტიკოსების გაქრობით და განადგურებით ოპოზიციურ ველზე)
- რეჟიმის ოპონენტებს გვჭირდება ასევე ცხადი გზავნილი: ა) შეთანხმება ჩვენს შორის რომ ეს რეჟიმი არის კრემლის გავლენის აგენტურული რეჟიმი ბ) სრული არ თანამშრომლობა რეჟიმთან როგორც პარტიების ისე სამოქალაქო საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხრიდან. ტყვიასავით ცხადი, მარტივი და სწორხაზოვანი გზავნილი გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმის მიერ შექმნილ აბსურდულ ნიაღვარში გააღწიოს და ადამიანების გულებს და თავებს მიწვდეს. ჩვენ ვაბნევთ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჩვენი არათანმიმდევრულობით და უპასუხისმგებლობით საკუთარ სიტყვებზე და ქმედებებზე. ოპოზიციის მხარეს არის სრული ბალაგანი - თან პუტინისტი რეჟიმია, თან პუტინისტებთან თანამშრომლობა მნიშნელოვანია, თან პუტინისტებს ვაიძულებთ რომ ევროკავშირში შევიდნენ, თან სასამართლო რეფორმაზე და 12 პუნქტზე ვმუშაობთ, თან სალომეს იმედი გვაქვს, თან სალომე მოღალატეა.... თან ხელი მოაწერეთ ხალხოოო, ეგებ უპირობოდ მიგვიღონ... მოკლედ გულისამრევი ბალაგანი გვაქვს აქეთ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სამარცხვინო და უსუსური არათანმიმდევრულობის რაც ოპოზიციის მხარეს ხდება. ეს უნდა აღიკვეთოს. სანამ ამ გზავნილზე შეთანხმება არ მოხდება (ართანამშრომლობა), ევროპული საქართველო ამ ბალაგანიდან თავს შორს დაიჭერს და მხოლოდ თავის ამომრჩეველთან იმუშავებს.
- სიბრიყვეა, რომ ქართულ ოცნებას კანდიდატის სტატუსი არ უნდა და ახლა ოპოზიციამ ხალხი უნდა დარაზმოს, რომ ევროკავშირს ზეწოლით და უპირობოდ მოაცემინოს. ქართულ ოცნებას სტატუსი უნდა - პირობების შესრულება არ უნდა, იმიტომ რომ ამ პირობებით ძალაუფლებას კარგავს. ამისთვის წევს ტემპერატურას მაღლა ამ კანონით, რომ ივაჭროს და მისი პოლიტიკის ნორმალიზაცია მოახდინოს ყოველგვარი პირობის შესრულების გარეშე - მელიას დაჭერა გაიხსენეთ, მელიათი ივაჭრა და შეგრეკათ პარლამენტში ცხვრებივით “გამარჯვებული” სამადაშვილის თაოსნობით! იგივე უნდა! ამიტომაა მნიშვნელოვანი გაიაზროთ, რომ ეს კანონი რომც არ მიიღოს - რეჟიმი მაინც რუსულია. ეს სიბრიყვე ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს, იმიტომ რომ ნათელყოფს რა იოლად მანიპულირებადია ოპოზიციური ველი. მოკლედ, სანამ ამაზე შეთანხმება მოხდება, მანამდე ევროპული საქართველო თავისთვის უბერავს და ვინც გვეთანხმებით ამაში, ჩვენ შემოგვიერთდით - იმ ბალაგანს გაეშვით“ - წერს ჩერგოლეიშვილი.