4-03-2023
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გახდეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანად და ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული ძალიან კარგი რეზულტატი.
„მსოფლიო ჩემპიონატი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელობანია. თქვენ გაქვთ ყველაფერი იმისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურა, კარგი სასრიალო ტრასები, რომ გახდეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა. საქართველომ პირველად ჩაატარა ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი და ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული ძალიან კარგი რეზულტატი. თქვენ დააგროვეთ გამოცდილება და უნდა იამაყოთ. ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ამაყები უნდა იყოთ იმ სამუშაოებისთვის და იმ შედეგებისთვის, რაც თქვენ მოიტანეთ" - განაცხადა საერთაშორისო საათზილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.
მეჩვიდმეტე დღეა ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია, სადაც წლის მთავარი სპორტული მოვლენა - მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დღეს დასრულდება სპორტული ნაწილი, სადაც საქართველო დროშას გადასცემს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - შვეიცარიას, ხოლო 5 მარტს, 19:00 საათზე , ჩემპიონატის სოფელში, 25-იანების ტერიტორიაზე დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
16-11-2024
16-11-2024