გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია არა კანონპროექტების შინაარსობრივად განხილვისთვის, არამედ მომდევნო სხდომის ჩაშლისთვის ემზადება

5-03-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ხვალ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ მომზადებული კანონპროექტების იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვა იგეგმება, რადიკალური ოპოზიცია კვლავ ეცდება, სხდომა ჩაშალოს.

 

„სპეკულაციები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას ამერიკულ კანონთან დაკავშირებით ჰქონდა, ჯერ კიდევ წინა კომიტეტზე დასრულდა, როდესაც, მათ შორის სახალხო დამცველის მოადგილემაც, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ დღევანდელი მოცემულობით, მოქალაქეს არ აქვს უფლება, რომ, დაინტერესების შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობა დაინახოს. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია კარგად გრძნობს თავს იქ, სადაც არის დესტრუქცია, ფიზიკური დაპირისპირება, სადაც არ არის განხილვა და საზოგადოებასაც დესტრუქციისკენ მოუწოდებენ. ნიშანდობლივია, რომ დემოკრატიის სახელით, ანტიდემოკრატიულ პროცესს აანონსებენ. მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის საკითხის განხილვა და თქმა, რომ ესა და ეს საკითხი ამ არგუმენტით არაა სწორი.


თავად არიან ასეთი ბუნების - აუცილებლად დაპირისპირება, ფიზიკური შეხლა-შემოხლა უნდა იყოს, რათა როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე. ვერც „რუსული კანონპროექტის“ ნარატივი გამოუვიდათ. ამიტომაც, ამერიკულ კანონს, რომელსაც იურიდიულ კომიტეტზე განვიხილავთ, საზოგადოებაში მხარდაჭერა ექნება, რადგან მოქალაქეები გაიგებენ, დაინტერესების შემთხვევაში, როგორ შეძლებენ ინფორმაციის მიღებას, რომელი არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება. ის, რომ ე.წ. სტიგმატიზაცია მათი ხელწერაა, იმაშიც ჩანს, რომ მაგალითად, წინა, სავალდებულო კომიტეტზე, სალომე სამადაშვილი ერთ-ერთ დეპუტატს სოფლელს ეძახდა, ანუ, თითქოს, სოფელსა და რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს.


ეს არის მათი ბუნება და ამ ბუნებიდან ვერ გამოვიდნენ. სტიგმა მათი მოგონილია. ამ კანონპროექტების ვერანაირი საწინააღმდეგო არგუმენტი რომ ვერ იპოვეს, ადგნენ და თქვეს: „მოდი, ახლა რუსული დავარქვათ“. ეს არ გამოუვათ. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ბოიკოტი დააანონსა, როცა ფიზიკური დაპირისპირება და შეურაცხყოფა დასჭირდა, ჩვეულებრივად შემოვიდა პარლამენტში და რადიკალურ პროცესში ჩაერთო. ესაა მათი რეალური სახე. ეს ხალხი ვერ ჩერდება იქ, სადაც სიმშვიდეა და უნდა იქ, სადაც რადიკალური, ფიზიკური დაპირისპირებაა. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს, ჩვენი კანონპროექტები, რომელთაგანაც ერთი ამერიკული კანონიდანაა სიტყვასიტყვით ნათარგმნი, რუსულია. ეს არ გამოუვიდათ და ახლა ამიტომ არიან გაღიზიანებულები და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები.


კოლონიური აზროვნებიდან ვერ გამოდიან - ამბობენ, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ, ცალი თვალით და ცალი ფეხით შევიდეთ ევროკავშირში. მათ რომ ვკითხოთ, მონის სტატუსითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირში ორივე ფეხით, ორივე ხელით, სიმძლავრით, გაერთიანებულები და სუვერენიტეტშენარჩუნებულები შევიდეთ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930