გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
სააკაშვილის ბიძამ მითხრა, ოღონდ ვაზიანში რუსული ბაზა ისევ გაიხსნას და შენ შენ წილს მიიღებო - უშიშროების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი

6-03-2023

უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ლევან კენჭაძე, საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან ურთიერთობის ფრაგმენტს იხსენებს, რომელიც მან გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გაასაჯაროვა.


საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:


"საქართველოში რუსული სამხედრო ბაზებიდან პირველი ვაზიანის ბაზა დაიხურა. მაშინ გამოვააშკარავეთ, რომ ამ ბაზიდან რუსები იარაღს ტერორისტებზე ყიდდნენ.


მოსკოვიდან ჩამოვიდა გრუ-ს 9 პოლკოვნიკი და დაიწყეს ამ საქმის გამოძიება. მათ უნდოდათ, მე მეთქვა, რომ თითქოს ბაზიდან რუსები იარაღს კი არ ყიდდნენ, არამედ სხვა რაღაცაში იყო საქმე. მოკლედ, ამ საქმის ჩაფარცხვა სურდათ და ჩემთან გრუ-ს პოლკოვნიკების შუამავალი იყო თემურ ალასანია - მიხეილ სააკაშვილის ბიძა.


თემურ ალასანია მეუბნებოდა, დაგვეხმარე, რომ ვაზიანის რუსული ბაზა ისევ გაიხსნას და შენ შენ წილს მიიღებო.


რა თქმა უნდა უარი ვუთხარი! სააკაშვილის ხელისუფლებამ რომ დამიჭირა, თემურ ალასანია სასამართლო პროცესზე მოვიდა, თავი დამიქნია და წავიდა" - იხსენებს კენჭაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930