გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ პოლოლიკაშვილი პრემიერს: მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც მუშაობს, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმომადგენელი მთელ მსოფლ

7-03-2023

ძვირფასო ირაკლი, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც მუშაობს, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმომადგენელი მთელ მსოფლიოში-ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქვეყანას წარმოადგენს და ტურისტული გამოფენის ნახვის შემდეგ, ყველა დაინახავს, რატომ არის ის ასეთი ამაყი იმის გამო, რომ ქართველია.



„ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩემი სამშობლოს, საქართველოს პარტნიორობით ტარდება. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ღონისძიებაზე და ვულოცავ ამ ისტორიულ მიღწევას. ძვირფასო ირაკლი, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, აი ამ დიდი, ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც ჩამობრძანდა, აქ მუშაობს რამდენიმე დღეა, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმომადგენელი მთელ მსოფლიოში. მიხარია, რომ დავბრუნდით და რახან გადავხედე პროგრამას და ჩემი ქვეყნის საუკეთესო ნიმუშები იქნება წარმოდგენილი, ძალიან მიხარია. მე ვიცი, რომ თქვენ დაინახავთ, რატომ ვარ ასეთი ამაყი, რომ ქართველი ვარ. მე წარმოვადგენ ამ პატარა ქვეყანას, მაგრამ ძალიან საყვარელ, ძალიან ლამაზ ქვეყანას",- აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930