გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: ვინც ხმას მისცემს ბატონ იოსელიანს, მომავალ არჩევნებზე უნდა დარჩეს პარლამენტს და პოლიტიკის მიღმა!

7-03-2023

დღეს „ოცნება“ აპირებს ბატონი იოსელიანის დანიშვნას და არა არჩევას სახალხო დამცველის პოსტზე. არანაირი პიროვნული პრეტენზია მის  მიმართ არ გამაჩნია. უბრალოდ, ბატონი იოსელიანი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. ის არის „ქართული ოცნების“ მოკავშირე პარტიის წევრი და შესაბამისად, შეიძლება „ოცნების“ წევრად ჩაითვალოს. სახალხო დამცველის ინსტიტუტი კი, კონსტიტუციის თანახმად, დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და არც მე და არც ქართულ საზოგადოებას, არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია ვიფიქროთ, იოსელიანი ამ პოსტზე დამოუკიდებელი იქნება და არ გაატარებს მმართველი პარტიის ინტერესებს - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"ძალიან საინტერესოა, ვინ დაუჭერს მხარს მის კანდიდატურას,  ვგულისხმობიმ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს, ვინც თავს ოპოზიციურსუბიექტებადმიიჩნევენ: „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“, უფრაქციო დეპუტატები - იოსელიანის მხარდაჭერა პირდაპირ ნიშნავს ქართული „ოცნების“ მოკავშირეობას.პირადად ჩემთვის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, ისინი ვერ ჩაითვლებიან ოპოზიციად. ამკენჭისყრის შედეგებს კი დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას.

 

ამით ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ვითომოპოზიცია გაფორმდება „ქართული ოცნების“ მოკავშირედ, რასაც რეალური ოპოზიცია და ქართველი ამომრჩეველი გაითვალისწინებს.


ამ ხალხს ოპოზიციის სახელით მანიპულირების საშუალება აღარ უნდა მიეცეს და მომავალ არჩევნებზე უნდა დარჩეს პარლამენტს და პოლიტიკის მიღმა!" - აცხადებს ოქრიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930