გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დასახელდა დაავადებები, რომლითაც საქართველოში ყველაზე ხშირად ავადდებიან

31-07-2018

საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 272 საავადმყოფო. ამ პერიოდში საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელი 5,2 დღე დაფიქსირდა (2016 წელთან შედარებით არ შეცვლილა), ხოლო დატვირთვა - 180,5 დღე (2016 წელს - 195,0 დღე) იყო.

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2369 შეადგინა. ამ დაწესებულებებში 
ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 11 493 ათასს გაუტოლდა, რაც 12,1%-ით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 27,4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი),
რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 810 ერთეულით (3 პროცენტით) აღემატება 2017 წელს.

2016 წელთან შედარებით 2,4 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის რიცხოვნობა და 17998 კაცი შეადგინა:2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზოთ
რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 9,7 პროცენტით შემცირდა.

ბოლო ათწლიანი პერიოდში ეს მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა:2016 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა რამდენიმე ჯგუფისა, სადაც ამ მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება. კერძოდ, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 34,7 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 14,7 პროცენტით, ხოლო ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობები გაზრდილია 4,8 პროცენტით.

ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის
ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 33 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (14
პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (10 პროცენტი) ავადმყოფობები.



imedinews

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930