გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
2017 წელს საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა

31-07-2018

2017 წელს საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებსი თანახმად, 2017 წელს 24 900 აბორტი გაკეთდა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 4 700-ით ნაკლებია.

მონაცემების მიხედვით, 2016 წელს 15 წლამდე გოგოებში აბორტის 19 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1 იყო. 

ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მეტი აბორტი 22-დან 44 წლამდე ასაკის ქალებმა გაიკეთეს, სულ 24 145 აბორტი.

საქართველოში აბორტების რიცხვის შემცირებაზე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ მაისში გაავრცელა. მაშინ უწყებაში თქვეს, რომ აბორტების სტატისტიკა შემცირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის განცხადებით, ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში გარკვეული ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც ხელოვნური აბორტის რაოდენობა თანდათან მცირდება. 

„12 კვირის ჩათვლით საქართველოში ვადამდე ხელოვნური აბორტი დაშვებულია ყოველგვარი ჩვენების გარეშე (ქალის სურვილზეა დამოკიდებული). მხოლოდ ხელოვნური აბორტები 2017 წლის წინასწარი მონაცემებით 30 000-დან 23 000-მდე შემცირდა, ასევე შემცირებულია ხელოვნურ აბორტებში მინი აბორტების რიცხვი, რომელიც 13-14 000-დან დღეს 8 000-მდეა შემცირებული. ვფიქრობთ, ყოველივე ეს დადებითი ტენდენციაა და კიდევ უფრო შემცირდება დამატებით სხვა ღონისძიებების გატარებით, მაგალითად სელექციურ აბორტებთან დაკავშირებით მოსახლოების ცნობიერების ამაღლების შემთხვევაში“, - განაცხადა მარინა დარახველიძემ. 




imedinews

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930