8-03-2023
„დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის, ამას აქვს თავისი მიზეზი“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ამერიკულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან.
„მე გეტყვით რა არის ცუდი განვითარება- ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება, ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, პოლარიზაციას ,მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან. ეს იქნება ამ კანონის შედეგი. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და ეს შედეგი გამომდინარეობს სწორედ ჩვენი საზოგადოების ინტერესებისგან.“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024