8-03-2023
საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმროების ქსელ „კემპინსკის ჯგუფის " აღმასრულებელ დირექტორს ბერნოლდ შროდერს გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „კემპინსკის" სასტუმროს მშენებლობის დაწყების შესაძლებლობი განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა იმისათვის, რომ საქართველოში კემპინსკის სასტუმრო უახლოეს მომავალში აშენდეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მრავალხმრივ ტურისტულ შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანამ 2022 წელს დაახლოებით 5,5 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ხოლო 2024 წლისთვის პანდემიამდელ რაოდენობას - 9.4 მილიონს დაუბრუნდება.
Kempinski Hotels S.A. ძვირადღირებული სასტუმროების მართვის კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ჟენევაშია. „კემპინსკის" შემოსავალი 2.9 მილიარდი დოლარია. კომპანიაში 22,500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია 34 ქვეყნაში 78 ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და რეზიდენციას ფლობს.
16-11-2024
16-11-2024