8-03-2023
ბერლინში მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტენდთან ოფიციალურად გახსნა.
გამოფენის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანი (UNWTO) ზურაბ პოლოლიკაშვილი, ბერლინის მერი ფრანცისკა გიფაი, გერმანული ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტი ნორბერტ ფეიბიგი, მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) პრეზიდენტი ჯულია სიმფსონი, მესე ბერლინის დირექტორი დირკ ჰოფმანი, ფედერალური მთავრობის კოორდინატორი საზღვაო ეკონომიკისა და ტურიზმის საკითხებში, ბუნდესტაგის წევრი დიტირ იანეჩეი.
ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნის ღონისძიების შემდეგ, სტუმრებთან ერთად, საქართველოს პავილიონი და საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა გერმანიის სტენდი და მათ მიერ გამოფენილ სიახლეებს გაეცნო.
ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში ასევე მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.
16-11-2024
16-11-2024