8-03-2023
ჩვენ და ვიოლა ფონ კრამონი ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე, თუ რა შეფასებას ვაძლევთ იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე მოქმედებდა. როდესაც ამაზე ვერ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს და შესაბამისად, რაზე იხდის სასჯელს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომლის ყველა უფლება უზრუნველყოფილია და ეს ფეიკ კამპანია, რომელიც „ხალხის ძალის“ კანონპროექტების დაბრენდვას გულისხმობდა, საბოლოო ჯამში სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან მიდის.
„ჩვენ და ვიოლა ფონ კრამონი ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე, თუ რა შეფასებას ვაძლევთ იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე მოქმედებდა. როდესაც ამაზე ვერ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს და შესაბამისად, რაზე იხდის სასჯელს.
მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომლის ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი. მორიგ ჯერზე ვხედავთ იმას, რომ ეს მთლიანი კამპანია, მათ შორის ფეიკ კამპანია, რომელიც გულისხმობდა რომელიც „ხალხის ძალის“ კანონპროექტების დაბრენდვას, საბოლოო ჯამში მიდის მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
16-11-2024
16-11-2024