გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე იაგო კაჭკაჭიშვილზე: მისი სიტყვებით, ,,დამსმენ სტუდენტს“ იგი მუსრს დიდი სიამოვნებით გაავლებდა ისე, რომ წარბს არ შეხრიდა - აი, ვისი უნდა გვეშინოდეს

8-03-2023

რა მოხდა თსუ-ში, სადაც პროფესორები იაგო კაჭკაჭიშვილი, ზურაბ დავითაშვილი და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტუდენტებს შეხვდნენ და მოძრაობის ,,სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ დაფუძნება დააანონსეს. როდესაც შეხვედრის წამყვანები „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საზოგადოებისთვის ცნობილი აქცენტებით განიხილავდნენ, უწყინარი სახით წამოდგა სტუდენტი გოგონა, რომელმაც ასეთი კითხვა დასვა - მაქვს თუ არა უფლება ვიცოდე თუ საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები? ვინ აფინანსებს აქციებს? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, სიტყვა „აგენტს“ აპროტესტებს ადამიანი, რომელიც საკუთარ სტუდენტს „დამსმენს“ უწოდებს მხოლოდ იმის გამო, რომ მან შეხვედრის წამყვანებს მათთვის მიუღებელი შეკითხვა დაუსვა.

 

გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ ლექტორების მხრიდან სტუდენტების ერთმანეთის მიმართ წაქეზების მსგავსი მაგალითები, შესაძლოა ტრაგედიის დასაწყისი იყოს.

 

„სიტყვა ,,აგენტს“ აპროტესტებს ის, ვინც ,,დამსმენს“ ეძახის საკუთარ სტუდენტს და მისკენ სახალხოდ ხელს იშვერს! რა მოხდა თსუ-ში, სადაც პროფესორები იაგო კაჭკაჭიშვილი, ზურაბ დავითაშვილი და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტუდენტებს შეხვდნენ და მოძრაობის ,,სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ დაფუძნება დააანონსეს. როდესაც შეხვედრის წამყვანები „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საზოგადოებისთვის ცნობილი აქცენტებით განიხილავდნენ, უწყინარი სახით წამოდგა სტუდენტი გოგონა, რომელმაც ასეთი კითხვა დასვა - მაქვს თუ არა უფლება ვიცოდე თუ საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები? ვინ აფინანსებს აქციებს? სტუდენტებით გავსებულ დარბაზში პასუხად აგრესიული რეპლიკები გაისმა და სტუდენტს უთხრეს - დაესახელებინა სახელი და გვარი. ,,მე ერთი კარგი გოგო ვარო“, - თქვა სტუდენტმა ღიმილით... დარბაზმა მისი გაძევება მოითხოვა... დარბაზიდან ერთ-ერთი სტუდენტი ბიჭი გაგდებულ ,,კარგ გოგოს“ გამოექომაგა და ნინო ლომჯარიას მიმართა - ,,შენ რომ იურისტი გერქმევაო“... ბიჭი სტუდენტი გაბრაზებული გავარდა დარბაზიდან... პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა მიკროფონი ,,იშიშვლა“ და დარბაზს მიმართა: - ,,აი, ეს სტუდენტები (საუბარი იყო გაგდებულ 2 სტუდენტზე) არიან ის სტუდენტები, რომლებიც რეგისტრატურაში მივლენ და არასამთავრობოებს დაგვასმენენ... აი, როგორი სტუდენტები შემოგვეპარნენო...“ დარბაზს არ შეუმჩნევია პროფესორის მხრიდან ხელისგაშვერით აგრესიული საუბარი... სტუდენტების ურთიერთმიმართ წაქეზება ,,დიდი სოციოლოგისგან“ შეიძლება რაიმე ტრაგედიის დასაწყისიც კი იყოს, რომ არაფერი ვთქვათ იაგო კაჭკაჭიშვილისნაირთა შინაგანი ბუნების სტრუქტურაზე. მისი სიტყვებით, ,,დამსმენ სტუდენტს“ იგი მუსრს დიდი სიამოვნებით გაავლებდა ისე, რომ წარბს არ შეხრიდა... აი, ვისი უნდა გვეშინოდეს!!!“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930