მმართველი გუნდის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს ყველაზე მაღალი შანსი პირველივე ტურში გამარჯვების. ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. განსაკუთრებით იმ კანდიდატებს რომ ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა“- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილია.
ამ საკითხზე ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს.