გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძე: არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი პარტიული, მერკანტილური და ამ ქვეყნის საზიანო მიზნებისთვის გამოიყენოს

10-03-2023

ჩვენ ვიხილეთ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის - ახალგაზრდების გულწრფელი პოზიციონირება, გარკვეული მოსაზრებების გამოთქმა გამოყენებული იყოს ვიწრო პარტიული, მერკანტილური და ამ ქვეყნის საზიანო მიზნებისთვის - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის დიდი ხიფათი, რომლის წინაშეც შიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა.

 

„ამას სჭირდება დაზღვევა. მე არ ვიცი კონკრეტული ადამიანი რა მოტივაციით ჩამოდის ახლა, ამ ვითარებაში, რა მიზეზით დგას სადაც დგას, მაგრამ გარკვეული გარემოებები შეიძლება გვავალდებულებდეს, რომ ზედმიწევნით ფხიზლად ვიყოთ და შესაბამისად, არც ერთ ავანტიურისტს არ მიეცეს დრამატული სცენარების განვითარების შესაძლებლობა. ამ დრამატული სცენარების მიღმა შეიძლება იმალებოდეს ერთი რამ, მიზანი შეიძლება იყოს რევოლუციური სცენარის განვითარება.

 

ყველას მოეთხოვება ეს სიფხიზლე, არა მხოლოდ სახელმწიფოზეა სიფხიზლის მოვალეობა, საზოგადოებაც ფხიზლად უნდა იყოს, რომ არც ერთ ავანტიურისტს არ მიეცეს შესაძლებლობა, რომ რაღაც ისეთი გაუკეთოს საზოგადოებას, რაც მართლაც საუკუნეობრივად შეიძლება დიდ რისკებს ბადებდეს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930