10-03-2023
უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ლომჯარია ამბობს, რომ არასდროს დადგება იქ, სადაც „ქართული ოცნება“ იქნება და არასდროს მიესალმება მათ.
დიტო სამხარაძე ლომჯარიას მატყუარას უწოდებს და მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ვინ აფინანსებს მას:
„ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი! მატყუარა რომ ხარ გასაგებია, კანონის რუსულობაზე შენც თუთიყუშივით იმეორებ მესიჯს, მაგრამ „ნაცებზე“ უარესი „ნაცი“ აღმოჩნდი, ტელევიზიებს არბევ, როგორც შეგიძლია ისე, იარლიყებს აკერებ, ცდილობ ფაშისტურად გარიყო ადამიანები, გამოყო დანარჩენი ხალხისგან და ღირსება წაართვა. ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ! დავალების ცივსისხლიანად შემსრულებელი ფაშისტი! და სახალხო დამცველი გერქვა!.. ეს ქვეყანა უსამშობლო ფაშისტებს არ შეეგუება, ამ ქვეყანას თავისი ხასიათი აქვს! ბარემ ვინ გაფინანსებს, შენით გამოაქვეყნე და ხალხიც უკეთესად მიხვდება, ვის ინსტრუქციას მიჰყვები. მაშველ რგოლად რომ გამოხტებიან ხოლმე, იმ რუსების თუ სხვების? ორმაგები არ გვიკვირს შენი ბელადი სააკაშვილის გადამკიდე, მაგას ეახლე ხოლმე და ჩამოართვი ხელი“, - წერს სამხარაძე.
16-11-2024
16-11-2024