10-03-2023
დეპუტატი ნინო წილოსანი ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ლომჯარიამ აღნიშნა, რომ არ დადგება იქ, სადაც „ქართული ოცნება“ იქნება და არ აპირებს მათ მიესალმოს.
„თურმე ნინო ლომჯარია გამარჯობის თქმას არ აპირებს და გეგმავს შემარცხვინოს, სადაც მნახავს… მინდა განვუმარტო, რომ გამარჯობის თქმა, გარკვეული ტრადიცია, ეტიკეტი და პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა, რომელიც ფაქტია მაშინ დაკარგა, როცა მიხეილ სააკაშვილის მსახური გახდა. მეორეც, მუქარა იმ ადამიანისგან, რომელიც სურვილს გამოხატავდა, საქართველოში ბომბების ცვენა ყოფილიყო და ამის გამო წუხდა, არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ მისი ანტისახელმწიფოებრივი და მტრული იდეოლოგიის ნაწილი არ ვარ და ეს უკვე ძალიან კარგია.
პ.ს ლომჯარიას მუქარის მერე ველოდოთ სააკაშვილის, ახალაიას, ადეიშვილის და მეგის ქარდავას მუქარებს. კიდევ კარგი, რომ არც მათი და არც სხვა გამარგინალებული „ნაცების“ მუქარის ამ ქვეყანაში აღარავის ეშინია, ეს 2012 წლის შემდეგ წარმატებით უზრუნველვყავით!“, - ამბობს წილოსანი.
16-11-2024
16-11-2024