11-03-2023
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კანადის მთავრობა აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.
ქართველიშვილი ამერიკის ელჩს სთხოვს ახსნას, რით განსხვავდება კანადის საკანონმდებლო ინიციატივა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტისგან.
მისი თქმით, დუმილის შემთხვევაში ეჭვი, რომ თბილისის „მაიდანიზაციის“ ძირითადი ტრიგერ-სლოგანის („რუსული კანონი“) უკან სწორედ აშშ-ის საელჩო იდგა - გადაიზრდება მტკიცებულებათა კატეგორიაში.
„ამაზე არაერთხელ გავამახვილე ყურადღება და აი, ეს დღეც დადგა: კანადის მთავრობა გეგმავს სოციალური სარეგისტრაციო სისტემა-რეესტრის შემოღებას, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მიზნით - კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიჩინო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. კი არ ვთხოვ, მოვითხოვ ქალბატონი კელი დეგნანისაგან საჯარო ახსნა-განმარტებას: რით განსხვავდება კანადის საკანონმდებლო ინიციატივა „რუსული კანონისაგან“ და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტისაგან.
დუმილის შემთხვევაში, ეჭვი, რომ თბილისის „მაიდანიზაციის“ ძირითადი ტრიგერ-სლოგანის („რუსული კანონი“) უკან სწორედ აშშ-ის საელჩო იდგა - გადაიზრდება მტკიცებულებათა კატეგორიაში!“ - წერს ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024